![]()  2012 წლის 18 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში ჩატარდა შეხვედრა პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტატის თვითმმართველობის, დასუფთავების სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე " საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია მსოფლიოში ნარჩენების მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაიმართა მსჯელობა ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრამ მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოების მოთხოვნას ცხოვრობდეს სუფთა გარემოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ნარჩენების პრობლემების გადაჭრის საკითხში. პროექტი "დავასუფთაოთ საქართველო" ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა"-ს მიერ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და Sida-ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ფინანსური უზრუნველყოფით. |