ახალი ამბების არქივი - ტელეკომპანია ,,ჯიხა" წალენჯიხა ქ. ჯვარი

   

საიტის მენიუ
გამოკითხვა
მთავარი » ახალი ამბების არქივი
 28 დეკემბერს წალენჯიხაში მაგთიკომის აბონენტთა მომსახურების ახალი ოფისი გაიხსნა. დღეიდან წალენჯიხის მოსახლეობას   შეუფერხებლად შეეძლება ადგილზე ისარგებლოს მაგთიკომის სერვისებით და  მიიღოს ნებისმიერი  საინტერესო, თუ საიჭირო ინფორმაცია. წალენჯხის მომსახურების ოფისი, ამავდროულად ინტერნეტ-ოფისიცაა, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლებისათვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება.
ოფისის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ აბონენტებს  სიურპრიზები დახვდათ. სასიამოვნო, სახალისო და წინასაახალწლო ატმოსფერო კი მათ "ბალი ბიჭმა" და სანტა კლაუსმა  შეუქმნა. ჩატარდა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც მსამე თაობის მობილური ტელეფონით, "მაგთი ფიქსის" უსადენო სახლის ტელეფონებითა და სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
"მაგთიკომის" ოფისის გახსნის ცერემონიაში  ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
 28.12.2011
ნანახია: 22ჯერ

  ‎23 დეკემბერს წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად და დამდეგი შობა ახალი წლის მისალოცად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქ წალენჯიხის ლიცეუმ ”ქიაჩის”, პირველი და მეორე საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს Flash Mob-ი. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის პედაგოგი ელენე ჩანგელია.
 26.12.2011
ნანახია: 32ჯერ

 21 დეკემბერს მოსწავლე– ახალგაზრდობის სახლში,სახელოვნებო–საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით ჩატარდა ჟურნალისტის, პოეტისა და მწერლის თამაზ ფიფიას პოეზიის საღამო. საღამოს ესწრებოდნენ კულტურის ცენტრის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლები.სადაც  მოსწავლეებმა დარბაზში დამსწრე სტუმრებს  გააცვნეს პოეტისა  და მწერლის შემოქმედება.საღამოს დასასრულს სახელოვნებო–საგანმანათლებლო ცენტრის ადმინისტრაციამ ბატონ თამაზს უსახსოვრა  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
 26.12.2011
ნანახია: 26ჯერ

  19 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ნინო მამუკელაშვილმა და ნათია ქაქუტიამ ჩაატარეს სემინარი ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათის გაცნობასთან დაკავშირებით.ბარათი წარმოადგენს 0–დან  6 წლამდე ბავშვის ჯანმრთელობაზე, ზრდასა და განვითარებაზე  მეთვალყურეობის დოკუმენტს და რეკომენდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. 2012 წლის 1 იანვრიდან სამშობიარო დაწესებულებები ბარათს საჩუქრად გადასცემენ საქართველოში დაბადებულ ყველა ბავშვს.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო სამედიცინო პერსონალისთვის ამ სიახლის გაცნობა და რეკომენდაციების გაწევა შევსებასთან დაკავშირებით.სემინარს ესწრებოდნენ: ჯანდაცვის პირველადი რგოლის ოჯახის ექიმები, სამშობიარო სახლ... წაიკითხე სრულად

 26.12.2011
ნანახია: 30ჯერ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქალაქ წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე 2011 წლის 29 ნოემბრიდან დაინიშნა დავით სალია.

დავით სალია 15 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. პროფესიით ისტორიკოსია. 1997–2007 წლამდე მუშაობდა ჯვარის N3 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. 2007–2011 წლის 28 ნოემბრამდე  იყო ლიის საჯარო სკოლის დირექტორი.

2 დეკემბერს, რესურსცენტრის ახლადდანიშნული უფროსი შეხვდა სკოლის დირექტორებს და თავის თანამშრომლებს, სადაც მან ისაუბრა სამინისტროს მიერ  სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე.

 04.12.2011
ნანახია: 51ჯერ

18 ნოემბერს ქ.წალენჯიხის საშა კვარაცხელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXIII ჩემპონატის I–ლიგის I–წრის XIV–ტური, ფეხბურთში. ერთმანეთს შეხვდნენ წალენჯიხის "სქური" და ბათუმის "ადელი". თამაში დამთავრდა წალენჯიხის "სქურის"–ს გამარჯვებით 2:1.
 22.11.2011
ნანახია: 59ჯერ

 ჯვარის კულტურის სახლის დირექტორის ქ–ნ ბაია ქარდავას თაოსნობით და ორგანიზატორობით, ჩატარდა ფოლკლორის საღამო, რომლის პირველი ნაწილი დაეთმო სახალხო მთქმელების შემოქმედებას, საკუთარი ლექსები წაიკითხეს ქ–ებმა ეკა ზარანდიამ, მადონა ჯოჯუამ, ბატონებმა იორამ აქუბარდიამ, გივი კიკორიამ და ბონდო მანიამ. ქ.ჯვარში 80–მდე სახალხო მთქმელია, რომელთა ლექსები საზოგადოებას წარუდგინეს ქალაქის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ჯვარის დიდი პატრიოტის, აწგარდაცვლილი ბ–ნ როინ გეგეჭკორის ლექსები წაიკითხა მისმა მეუღლემ ქ–ნმა ციალა ბუთბაიამ. ახალმოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ვოკალური ანსამბლი "რეროვ–რერა" ქ–ნ ნინო ჟღენტის ხელმძღვანელობით, ფოლკლორული ჯგუფი "ოდაბადე" ქ–ნ ეკა ზარანდიას ხელმძღვანელობით და მებონიების მომღერალი ოჯახი. მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა ქართული ცეკვის ანსამბლი "ენგური". ამ სტუდიის ქორეოგრაფის, არაერთი კონკურსის ლაურეატის და მოცეკვავეთა მრავალი თაობის აღმზრდელის ბ–ნ გურგენ სა... წაიკითხე სრულად
 22.11.2011
ნანახია: 57ჯერ

გალაკტიონის ლექსის კითხვის მარათონი

17 ნოემბერი დიდი გალაკტიონის  დაბადების დღეა – 120 წლისთავი.

  ... წაიკითხე სრულად

 17.11.2011
ნანახია: 90ჯერ

... წაიკითხე სრულად
 10.11.2011
ნანახია: 43ჯერ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლებში ვაჟა–ფშაველას კვირეული დასრულდა. კვირეული პოეტის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. კვირეულის  ფარგლებში სკოლებში დაიგეგმა და ჩატარდა ბევრი საინტერესო ღონისძიება. ღონისძიებების ციკლი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ვაჟა–ფშაველას საიუბილეო წელთან და მის შემოქმედებასთან დაკავშირებული კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.
 09.11.2011
ნანახია: 50ჯერ

« 1 2 3 4 ... 12 13 »
სამართავი ბლოკი
ლოგ–ინი:
პაროლი:

| ჩემი პროფილი | რეგისტრაცია | შესვლა
რეკლამა
ონლაინი
MYTOP.GE
სულ საიტზეა: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



ამინდის პროგნოზი

ვალუტის კურსი

Designed by © TV Company Jikha. All rights reserved
ჰოსტერი uCoz