18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გადაუღებელი წვიმების შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე წყალდიდობა დაფიქსირდა. მდინარების: ჭანიწყლის, ენგურისა და მაგანას და მათი შენაკადების ადიდების შედეგად დაიტბორა საავტომობილო გზები, სახნავ–სათესი მიწის ნაკვეთები, ბოსტნები. დაიხოცა ასობით შინაური ფრინველი და როგორც წვრილფეხა ისე მსხვილფეხა საქონელი. ქ. წალენჯიხის ტერიტორიაზე წყალმა საცხოვრებელ სახლებსა და დამხმარე ნაგებობებშიც შეაყწია. დაზიანდა ხიდები და ბოგირები. წყალდიდობას ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია. მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შექმნილია საგანგებო კომისია რომელიც სწავლობს სტიქიის შედეგებს და ითვლის ზარალს.
დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 65 წლისთავი 9 მაისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოკრძალებით აღინიშნა. ამ დღეს თითოეული ვეტერანის მიმართ გამოიხატა ღრმა პატივისცემა და დიდი მოწიწება. მათ ფულადი საჩუქრები, მედლები და ხატები გადაეცათ საჩუქრად. ღონისძიებები ლიაში, ჯვარსა და ხუდონში ჩატარდა.მუნიციპალიტეტის გამგეობამ, კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეს მხცოვან ვეტერანებს.
30 მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ 30-წამიანი პოლიტიკური რეკლამის ფასი პრაიმტაიმში საქართველოს ორ წამყვან ნაციონალურ არხზე - "რუსთავი 2"-სა და "იმედზე" - 6 000 აშშ დოლარიდან მაქსიმუმ 16 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისას 21 აპრილს და ერთი თვის შემდეგ ფინალის დროს რეკლამის 30 წამი "რუსთავი 2"-ზე ყველაზე ძვირი, 16 000 აშშ დოლარი ღირს; შემდეგ მოდის 13 000 აშშ დოლარის ღირებულებით "კურიერი" 9 საათზე და 12 000 აშშ დოლარით ყოველკვირეული ანალიტიკური პროგრამა "P.S.". საღამოს კომედიური და გასართობი პროგრამების დროს რეკლამის 30 წამი 10 000 აშშ დოლარი ღირს.
აღდგომის მეორე დღეს
საქართველოს მასშტაბით, მათ შორის წალენჯიხაში საფლავთა კურთხევის დღე აღინიშნა.
ძველი ტრადიციის თანახმად ამ დღეს მიცვალებულებს აღდგომის დღესასწაულს ახსენებენ
და ყველა მოქმედ ტაძარში მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელი პირები, გამგეობის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და სახალხო
ანსამბლ „ბედინერა"–ს მომღერლები მიცვალებულთა პატივის მისაგებად საფლავებზე
გავიდნენ. ყვავილებით შეამკეს: ყოფილი გამგებლის –გიორგი მებონიას; 2008 წლის
აგვისტოს მოვლენების დროს ტრაღიკულად დაღუპული მოქალაქეების დაღირსეული წალენ... წაიკითხე სრულად
5 თებერვალს სასტუმრო "საქართველოში" საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ (GARB) მოაწყო ჰოლანდიური არასამთავრობო ორგანიზაცია Press Now-ს ფინანსური თანადგომით განხორციელებადი პროექტის «საქართველოში რეგიონული მედიაპროგრამის მხარდაჭერა" პრეზენტაცია. ასიციაცია პროექტის ფარგლებში აპირებს ყოველკვირეული ტელეჟურნალის «მრავალკუთხედი" წარმოებას. ტელეჟურნალში გაშუქდება საზოგადოებრივი, სოციალურ- ეკონომიკური, კულტურული და სხვა საკითხები, მათ შორის, პრიორიოტეტული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა: ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოების პრინციპები, უმცირესობათა პრობლემები, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამართლიანობა და სოლიდარობა, ბავშვთა უფლებები და სხვ.
რეგიონული და თბილისში ბაზირებული სტუდიის ჟურნალისტები პროექტის ფარგლებში მოამზადებენ სიუჟეტებს, რ... წაიკითხე სრულად
28 იანვარს ქ. ჯვარის სათემო განათლების ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. აღნიშნული ცენტრი რომლის მიზანია არაფორმალური განათლების პროგრამების განხორციელება, და ამით დევნილთა დროებითი განსახლების ადგილებში თემთა ინტეგრაციისა და ადამიანური რესურსების განვითარებისთვის ხელშეწყობა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 18–თვიანი პროექტის ღირებულება შეადგენს 1 000 000 (ერთ მილიონ) ევროს
პროექტის განხორციელება დაიწყო 2009 წლის სექტემბერში და მას გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია DVV International და ესპანური ACF ახორციელებენ.
პროექტის ფარგლებში ნავარაუდევია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო მიკროპროექტებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელება.
სათემო განათლების ცენტრი 1 თებერვლიდან უფასო მომსახურებას გაუწევს, როგორც დევნილებს ისე დაინტერესებულ ადგილობრივ მოქალაქეებს. შეთავაზებული იქნება პიროვნული განვითარების ტ... წაიკითხე სრულად
2009
წლის მიწურულს ტელეკომპანია ,,ჯიხა"–ს ვებ საიტი გაითიშა ინტერნეტ ჰოსტინგის
საფასურისგადაუხდელობის გამო. ჩვენი
თანამოქალაქის, ამჟამად გერმანიაში მოღვაწე პაატა სარიას ფინანსური მხარდაჭერით
საიტმა ფუნქცინირება განაახლა. ტელეკომპანია ,,ჯიხა"–ს ადმინისტრაცია,საიტისმომხმარებელთა სახელით მადლობას უხდის მას თანადგომისათვის და უსურვებს
წარმატეტბს პირად ცხოვრებაში.
3 იანვარს სტიქიამ წალენჯიხის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დიდი ზარალი მიაყენა. ერთდროულად ძლიერმა ქარბორბალამ და სეტყვამ ქ. წალენჯიხის სალიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს, სამიქაოს, საკალანდიოს, სასარიოს, ნაკიფუსა და ულურიის უბნებში 50-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა, აქედან რამოდენიმე სახლი საცხოვრებლად უვარგისია და მოსახლეობას ღია ცის ქვეშ მოუხდა ღამის გათევება. ქარბუქმა ყველაზე დიდი ზარალი მიაყენა ულურიის უბანში მცხოვრებ ვაჟა ჩიქობავას ოჯახს, სახლის მეორე სართული მთლიანად მოგლიჯა და 20 მეტრის მანძილზე მოისროლა. ძლიერი სტიქიის დროს ოჯახის დიასახლისი მეორე სართულზე იმყოფებოდა, სადაც ის ნანგრევებში მოყვა, მოხუცი ქალბატონი სიკვდილს მეზობლების დახმარებით გადაურჩა. სტიქიამ მოსახლეობის გარდა ზიანი მიაყენა ელ-ძაბვის ხაზებს, ტრანსფორმატორები და ელ-ბოძები მოშლილია. წაქცეული ხეების გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. მოსახლეობის თქმით მათ მსგავსი ტიპის სტიქია წალენჯიხაში არ ახსოვთ. სტიქიისგან დაზ... წაიკითხე სრულად
Of course the CCNA salaries differ dramatically based on the amount of experience you have in the industry. Even if you don’t necessarily have any experience with Cisco directly but have the CCN a your salary to be rather high based on your other skills. However, if you are new to the industry in general and you are only relying on your CCNA certification your starting salary could be considerably lower.
This doesn’t have to be a real big deal as it is most likely temporary and as soon as you gain some experience you go after a higher level job. The Cisco certification certainly means a lot to most employers as it is not easy to get and virtually assures the employer you know what you’re talking about. Obviously if you are going to be supporting networks knowing what you are doing is a major benefit for an employer.