ახალი ამბების არქივი - ტელეკომპანია ,,ჯიხა" წალენჯიხა ქ. ჯვარი

   

საიტის მენიუ
გამოკითხვა
მთავარი » ახალი ამბების არქივი
  მასმედიაში დასაქმებულთა პროფკავშირი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოდან მედიაკომპანიებში პირველად ორგანიზაციების შექმნას და კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმებას აპირებს.
ამის შესახებ media.ge -ს აღნიშნული პროფკავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ბექა ინიანმა განუცხადა.
„რადიოქალაქის" ჟურნალისტი ბექა ონიანი მასმედიაში დასაქმებულთა პროფკავშირის 15 წევრიანმა გამგეობამ აღმასრულებელ მდივნად რამდენიმე დღის წინ აირჩია. ის ამ პოსტზე მანამდე დარჩება, ვიდრე ყველა სტრუქტურა ჩამოყალიბდება, გაზაფხულზე  კი პრეზიდენტს აირჩევენ. შეიქმნა ხუთკაციანი სარევიზიო კომისია, რომელსაც უფლება ექნება  ნებისმიერ დროს შეამოწმოს როგორც ფინანსების მიზნობრივი ხარჯვა, ასევე გამგეობის მიერ გაწეული სამუშაოს ეფექტურიბა და საჭიროება.
მასმედიაში დასაქმებულთა პროფკავშირი მიმდინარე წლის 18 ივლისს დაფუძნდა. ამავე დღეს მიიღეს წესდება. თუმცა ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა ორი წლით ადრე გაჩნდა. საინიციატივო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, ... წაიკითხე სრულად
 05.09.2010
ნანახია: 123ჯერ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სრული სერიოზულობით ემზადება ,,გრანელობის" დღესასწაულისთვის, რომელიც დიდი ქართველი პოეტის ტერენტი გრანელისხსოვნის უკვდავსაყოფად ყოველწლიურად ოქტომბერში იმართება.      წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გამგეობა, კულტურის სამსახური, სახელოვნებო და კულტურის ცენტრები იწყებენ ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი გამოუქვეყნებელილექსების, ჩანახატებისა და ნოველების შეკრებას ტ. გრანელის სახლ–მუზეუმში ექსპონანტებადგანთავსების მიზნით.    დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვეხმაუროთ და მასალები მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე– ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. #5. 

 04.09.2010
ნანახია: 147ჯერ


 2010–2011 წლების საქართველოს 22–ე ეროვნულ ჩემპიონატში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სასპორტო ცენტრის ფეხბურთელთა გუნდი ,,სქური" პირველ ლიგაში გადავიდა და პირველი შეხვედრა დავით ყიფიანის თასზე (1/16 ფინალი) 25 აგვისტოს  გამართა წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე ლანჩხუთის ,,გურიასთან".
  საინტერესო მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და დამთავრდა ანგარიშით 2:0 ,,სქურის" სასარგებლოდ.
  წალენჯიხელი გულშემატკივრების სახელით ვულოცავთ გუნდის ფეხბურთელებს პირველ... წაიკითხე სრულად

 26.08.2010
ნანახია: 248ჯერ

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებში არსებული მდგომარეობის განხილვის, პრობლემებზე მსჯელობისა და ანალიზის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი კახაბერ ციმინტია საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად ამბულატორიების ექიმებს შეხვდა.
  საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავნჯდომარემ, ბ–მა გონერ ჭანიამ თავის მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა ამბულატორიებში არსებულ მდგომარეობაზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ძირითადად შეეხება სარემონტო სამუშაოებს, გათბობის საკითხს და სხვ. ასევე გამოითქვა შენიშვნა ზოგიერთ თემში ექიმების არყოფნის თაობაზეც.
 საკრებულოს თავმჯდომარემ სრული მზადყოფნა გამოხატა ამბულატორიების მხარდასაჭერად და მოუწოდა ექიმებს, უფრო ეფექტური გახადონ მოსახლეობის მომსახურება.
  ექიმებსა და საკრებულოს წევრებს შორის დიალოგი დიდხანს გაგრძელდა . დასასრულ, რაიონ... წაიკითხე სრულად

 26.08.2010
ნანახია: 128ჯერ

ვისაც ახსოვს განმუხურის გადამწვარი პატრიოტთა ბანაკი და განადგურებული სანაპირო ზოლი, ვინც დიდი ხანია არ ყოფილა ანაკლიაში, ძნელად თუ დაიჯერებს დღეისათვის იქ არსებულ მდგომარეობას.
  სწორედ რომ სიმბოლურია 7 აგვისტოს, რუსეთის აგრესიის ორი წლისთავზე განმუხურში ახალი სანაპირო ზოლი გაიხსნა. ამ საზეიმო ცერემონიალს უამრავი ადამიანი დაესწრო, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებმა სხვებთან ერთად გაიზიარეს ამ აღმშენებლობით გამოწვეული სიხარული და გამოთქვეს იმედი იმისა,რომ ახალი სანაპიროები მალე გაიხსნება აფხაზეთის ტერიტორიაზეც.
 12.08.2010
ნანახია: 139ჯერ

რუსეთის აგრესიის ორი წლისთავი, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნა. 
  საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს კობა ხარჩილავას, გიორგი მებონიას, დოდო ნაჭყებიას, ერეკლე და ენვერ ჭანიების საფლავები. დაღუპულთა ოჯახებს გაეწიათ ფულადი დახმარებები.
 07.08.2010
ნანახია: 139ჯერ

ფრაქცია ‘’მემარცხენეების" ლიდერი, .ბონის  (საბჭოს... წაიკითხე სრულად

 27.07.2010
ნანახია: 177ჯერ