22 თებარვალს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დაფინანსებით დაიწყო ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს შპს "აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის საექიმო ამბულატორია". პროგრამა ერთწლიანია და მოიცავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აფხაზეთთან საზღვრისპირა თემების – ჩქვალერის, ჭალეს, მუჟავას, ოჭანეს, ფახულანის, ფოცხოეწერის, ლიისა და ჯვარის სკოლებს.
პროგრამა მიზნად ისახავს 6–დან 14 წლამდე ბავშთა უფასო გამოკვლევას ექიმთა ჯგუფის ადგილზე ჩასვლით. გამოკვლევაში შედის : პედიატრისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, პერიფერიულ სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრა, ექოსკოპიური კვლევის ჩატარება, გამოვლენილ პათოლოგიურ კონტიგენტში იოდბალანსის ექვსთვიანი სრული ... წაიკითხე სრულად
კომპოზიტორი და ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი ნუგზარ ფსუტური გარდაიცვალა.
იხილეთ ვიდეო: www.myvideo.ge/?video_id=1634222 ნუგზარ ფსუტური ეტალონი ადამიანი იყო. ჯერ იყო ადამიანი და შემდეგ ხელოვანი. იგი იყო მაგალითი იმის, თუ როგორი თავმდაბალი და უბადლო შეიძლება იყოს უდიდესი ხელოვანი. ნუგზარ ფსუტურის გარდაცვალება ქართული სიმღერისთვის უდიდესი დანაკლისია. წალენჯიხის სახალ... წაიკითხე სრულად
მიუხედავად ენერგეტიკოსების ძალისხმევისა წალენჯიხა კვლავ წყვდიადშია.
ამ მომენტისათვის ელექტრო–ენერგია არ მიეწოდება არცერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან
ობიექტს. 31 იანვრის საღამოს 7 საათზე მოხერხდა დენის მიწოდება ქალაქის ცენტრალური
ტრანსფორმატორისათვის, რომელიც გამთენიისას ისევ გაქრა. მოსახლეობა გულისწყრომას
გამოთქვამს სანთლის გაძვირებასთან დაკავშირებით, რომლის საცალო ღირებულებამდღეისათვის 1 ლარს მიაღწია. არ ფუნქციონირებს
ინტერნეტი. წალენჯიხაში ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს. შეუწყვეტლივ მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის
შედეგების სალიკვიდაციოდ. იწმინდება ცენტრალური და თემებს შორის დამაკავშირებელი
გზები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები დღის ბოლომდე უნდა ჩაირთოს. მოძრაობა შეფერხებული იყო ცენტრალურ გზებზე, რისთვისაც გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და საგზაო სამსახურის ტექნიკური ჯგუფი. ამჟამად აღდგენილია მოძრაობა წალენჯიხა–ზუგდიდის, წალენჯიხა–ჩხოროწყუს და წალენჯიხა-ჯვარის მიმართულებით. მიმდინარეობს თემებს შორის დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. მუნიციპალური სამსახურები, სასწრაფო დახმარების და სახანძრო–სამაშველო სამსახურები მუშაობენ შეუფერხებლად და მთელი დატვირთვით.
2012 წლის 18 იანვარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში ჩატარდა შეხვედრა პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტატის თვითმმართველობის, დასუფთავების სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე " საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" თანათავმჯდომარენინო ჩხობაძემ დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია მსოფლიოში ნარჩენების მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაიმართა მსჯელობა ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
29 დეკემბერს, სამეგრელო ზემო–სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწუნებულმა–გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დილიძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2 საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი გახსნეს. სახლები დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს, საერთაშორისო ორგანიზაციის USAID და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF მხარდაჭერით.
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში 6-დან 18 წლამდე მზრუნველობა მოკლებული 15–მდე ბავშვი იცხოვრებს. ბავშვებისათვის შექმნილია ოჯახური ატმოსფერო. აქ მათზე დედობილი და მამობილი ზრუნავენ. ბავშვები ძმებთან და დებთან ერთად გაიზრდებიან. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან საკვებით, ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურებით. ასეთ... წაიკითხე სრულად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით,ფახულანის თემის ქალაღალში მცხოვრებ ორმოც ოჯახს საახალწლოდ, საჩუქრად დაურიგდა სურსათი:ფქვილი,კარტოფილი, ზეთი, შაქარი და მარილი. ამავდროულად მათ გადასცეს 30 ლარიანი სასოფლო–სამეურნეო ვაუჩერი.