
23 მარტს, დღის 12 სთ-დან 13 სთ-მდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა რამოდენიმე შენობა – ნაგებობა და საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ქალაქ წალენჯიხაში ქარმა ერთ-ერთ შენობას, სადაც დევნილთა 3 ოჯახი არის კომპაქტურად ჩასახლებული თითქმის მთლიანად ახადა სახურავი. შემთხვევის ადგილზე მისულმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ, გამგებელმა გოგა გულორდავამ და გამგეობის ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ ადგილზე შეისწავლეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა და დაზარალებულ ოჯახებს გაუწიეს პირველადი დახმარება .
ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა საჩინოს თემში სამი საცხოვრებელი სახლი. ამ ოჯახების სახურავი ნაწილობრივ იქნა დაზიანებული, დაზარალებულ ოჯახებს ასევე შესაძლებლობის ფარგლებში გაეწიათ პირველადი დახმარება.
ძლიერმა ქარმა წააქცია წიწვოვანი ხეები, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის სადენების დაზიანება და გზების ჩახერგვა. ენერ
... წაიკითხე სრულად
23.03.2013
ნანახია: 87
–ჯერ